ტრენინგის ბოლო დღე, გულწრფელად მოგახსენებთ, იყო ჩვენი ,,გარჯის გვირგვინი". კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჩვენს პროექტებს და ინდივიდუალურად წარმოვადგინეთ პრეზენტაციების სახით. ყველა მათგანი, ვფიქრობთ, იყო ძალიან საინტერესო,ზუსტად იყო მათში იდენტიფიცირებული პრობლემა, მიზანიც სწორად იყო დასმული, აქტივობებიც კარგად იყო მოფიქრებული ამ პრობლემების გადასაწყვეტად. მოსმენილი პრეზენტაციების შემდეგ მოვახდინეთ ძირითადად პოზიტიური უკუკავშირის გაცემა, ასევე აზრთა ურთიერთგაცვლა.კარგი იქნება, თუ ეს პროექტები რეალურად განხორციელდება...
ზოგადად, ინტელის ეს ტრენინგ-კურსი ,,პროექტებით სწავლება" პირადად ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული, არა მხოლოდ თეორიული თვალსაზრისით, არამედ - პრაქტიკულადაც, განსაკუთრებით მომეწონა, პროექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი წვრილმანი დეტალის დამოუკიდებლად გაკეთება რომ ვისწავლე: გავაკეთეთ გეგმა, შევქმენით პროექტის პორტფოლიო, რომელიც შემდეგ ტექნიკურად ბლოგზეც ავტვირთეთ.
ბევრი საინტერესო ტრენინგი გამივლია, სადაც ბევრ სიახლესაც გავცნობილვარ, მაგრამ პირფერობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ეს ტრენინგი განსაკუთრებული იყო, ალბათ ამ მოდულიდან გამომდინარეც და, ტრენერის - ქალბატონ ქეთევან ცერაძის მიერ გამოყენებული მეთოდების- მასალის მარტივად თეორიულად ახსნისა და ასევე მარტივად პრაქტიკულად სწავლების-ინდივიდუალური ხერხების წყალობით .