пятница, 13 июля 2018 г.

მე - 8 - დღე



             ჩემთვის  დღევანდელი დღე ყველაზე  რთული და ამავდროულად სასარგებლო  იყო. ბევრი რამ გავიმეორეთ,  ზოგიერთი რამ  ხელახლაც გავაკეთეთ, რომ უფრო კარგად დაგვემახსოვრებინა.
          დღეს ვისწავლეთ მოსწავლის ფასილიტაციის  ნიმუში. მოვაწესრიგეთ ჩვენი  საქაღალდე, ავტვირთეთ  ჯერ დრაივში, შემდეგ- ბლოგზე.  

среда, 11 июля 2018 г.

მე- 7-ე დღე

 დღესაც,  ტრადიციულად,  გავიმეორეთ  წინა   დღის  მასალა.  შემდეგ ვისწავლეთ  განსხვავებული მოსწავლის საჭიროებები და შესაბამისი დავალებების მიცემა. რაც ყველაზე შრომატევადი და საინტერესო იყო, დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა ქალბატონ ქეთევანის  დიდი ძალისხმევით და ჩვენი  დიდი მონდომების წყალობით. 

вторник, 10 июля 2018 г.

მე-6- ე დღე

       
  ტრენინგის   მე - 6 - ე დღე  კიდევ  უფრო  საინტერესო იყო,  გავიმეორეთ  წინა დღის მასალა,  გავეცანით სასწავლო პროექტის გაწერის პროცედურებს, სხვადასხვა სახის შეფასებების   რუბრიკებს.  შევქმენით  მოსწავლის პრეზენტაცია. საკმაოდ საინტერესო, ინფორმაციული და ახალი ცოდნის  შეძენის თვალსაზრისით  პროდუქტიული იყო დღევანდელი დღეც.

суббота, 7 июля 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

                   ტრენინგის  მეხუთე დღეც ძალიან საინტერესო იყო. გავიმეორეთ წინა დღეს განვლილი მასალა. გავეცანით ინტერნეტმისამართების მითითებას ბლოგში - ლინკის სახით. ამის შემდეგ ვისწავლეთ  მოსწავლის ბლოგის გაკეთება,  მასში ინფორმაციებისა და სურათების  განთავსება, ბლოგისთვის ფონის მიცემა, გაჯეტებისა და პოსტების გაკეთება.  დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებით ნაყოფიერი და დიდი მადლობა ამისთვის ქალბატონ ქეთევანს   თითოელი მონაწილის მიმართ გამოჩენილი  ყურადღებისთვის  და  საინტერესო  საუბრისთვის.

четверг, 5 июля 2018 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

      ტრენინგის  მეოთხე  დღე  კიდევ  უფრო საინტერესო  და ბევრის  მომცემი აღმოჩნდა.  ვიმუშავეთ   პროექტის  ეტაპების  მიხედით  შეფასების სისტემის შექმნაზე , ასევე   ვიმუშავეთ  მასწავლებლის პრეზენტაციებზე. 

вторник, 3 июля 2018 г.

ტრენინგის მესამე დღე

     ტრენინგის მესამე დღე კიდევ უფრო საინტერესო  და პროდუქტიული იყო. დღევანდელ დღეს ვისწავლეთ  პროექტის მიზნების დასახვა, ე.ს.გ.-ს სტანდარტებთან/ინდიკატორებთან მორგება. ვიმუშავეთ  პროექტების ძირითად შინაარსობრივ,თემატურ და მიმართულების  მიმცემ კითხვებზე.

воскресенье, 1 июля 2018 г.

ტრენინგის მეორე დღე

       დღევანდელი  დღე  ენერგიულად დავიწყეთ. გამოვიკითხეთ  საშინაო დავალება - ჯგუფის წევრების მიერ მოფიქრებული პროექტების სათაურები,რომლებიც გამოირჩეო და აქტუალობით და ზოგიერთი კრეატიულობით.
       ვისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტის დამზადება,მოვათავსეთ  სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში. პუბლიკაციის შენახვისა და საიმედოდ დაცვის მიზნით ვისწავლეთ ,,დრაივში" ჩვენი დოკუმენტაციის შენახვა.